18 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
განმუხურში "GEM FEST 2017" გაიხსნა

განმუხურში "GEM FEST 2017" გაიხსნა. ოკუპირებული აფხაზეთის საზღვირსპირა რეგიონში 33 დღის განმავლობაში 500-ზე მეტი არტისტი დაუკრავს.

ორგანიზატორების განცხადებით, უკვე გაყიდულია 40 ათასზე მეტი ბილეთი, საიდანაც 60 პროცენტი უცხოელ ტურისტებზე მოდის. ფუნქციონირებს 8 სცენა, საბავშვო სივრცე და ატრაქციონები, კარვების ქალაქი და კაფეები.

დაგეგმილია 300-ზე მეტი აქტივობა. "GEM FEST" შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს 5 წლიანი პროექტის ფარგლებში დაფინანსდა.

2017 წლის ფესტივალი მთავარ სცენაზე პერფორმანსით დანიელმა არტისტმა ფერი კორშტენმა და ეგვიპტურმა დუეტმა ალი ენდ ფილამ გახსნეს. 

დღის ამბები