18 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
ფოთის ბაზაზე სანაპირო დაცვის დაარსებიდან 19 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ფოთის ბაზაზე სანაპირო დაცვის დაარსებიდან 19 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ჩატარდა საჩვენებელი სწავლებები ღია ზღვაში, რომლებშიც სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა და სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას შსს-ს სამინისტროს, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღესვე სანაპირო დაცვის 25 თანამშრომელი სამკერდე ნიშნით და მადლობის სიგელით დაჯილდოვდა. ღონისძიების მონაწილეებმა პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მესაზღვრეების ხსოვნას.

დღის ამბები