18 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
აფლატოქსინი - ქართულ თხილში აღმოჩენილი ნივთიერება, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია 

საქართველოში მოყვანილ თხილში აღმოჩენილი ნივთიერებას, ჯანმრთელობისთვის გამოუსწორებელი ზიანის მოტანა შეუძლია. უფრო მეტიც, ის სიცოცხლისათვის საშიშიც შეიძლება იყოს. დაავადებულ თხილს არავინ ამოწმებს. ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები თხილში შესაძლოა აღმოჩნდეს მოვლა-მოყვანის, არასათანადო გადამუშავების და შენახვის ეტაპზე.

აფლატოქსინის გამო ქართული თხილი ევროკავშირის ბაზარზე იბლოკება. ევროკავშირის კვების უსაფრთხოების ქსელის მუშაობის მიხედვით, ქვეყნის საზღვარზე მოწმდება არა მხოლოდ პროდუქტის საბუთები, რაც მას წარმოშობის ქვეყნიდან მოჰყვება, არამედ თვითონ პროდუქტიც. საეჭვო შემადგენლობის აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაცია გადაიცემა ცენტრში, ბრიუსელში. იქ მონაცემებს კიდევ ერთხელ აანალიზებენ და თუ საფრთხე დადასტურდა, სიგნალს ევროპის ყველა ქვეყანას უგზავნიან.

აფლატოქსინი მეცნიერულად დამტკიცებული კანცეროგენია, ანუ კიბოს ჩამოყალიბებისთვის ხელსაყრელი პირობა. RASFF-ის სისტემაში 2016 წელს მოხვედრილ ქართულ პროდუქტში აღმოჩენილია ნორმაზე მეტი აფლატოქსინები.

სურსათისა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე განმარტავს, რომ პრობლემა უმნიშვნელოა.

შარშან საქართველოდან ექსპორტზე 15 000 ტონამდე თხილი გავიდა, რაც გასული წლის მონაცემებს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.

დღის ამბები