18 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
კანონის სრული დაცვით შეძენილი ბინა, რომელსაც მეპატრონე ვერ იყენებს - რეესტრის შეცდომისა და თაღლითობის მსხვერპლი

ნონიკაშვილების ოჯახმა შესაძლოა საჯარო რეესტრთან სამართლებრივი დავა წამოიწყოს. აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე, აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ბინა, რომელიც ნონიკაშილების ოჯახმა კანონის სრული დაცვით შეიძინა, სადაო აღმოჩნდა.

გაირკვა, რომ სახელმწიფო უწყებას აუქციონზე გასაყიდად ისეთი სადაო ბინა ჰქონდა გატანილი, რომლის შეძენაც ნებისმიერ მოქალაქეს აზარალებდა. ლუდმილა ნონიკაშვილს ბინის შეძენისას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ერთი მესაკუთრის მიერ ვალის სანაცვლოდ ჩადებულ ბინას სხვა მესაკუთრეც ეყოლებოდა, რომლის შესახებ საჯარო რეესტრმა არაფერი იცოდა.

ბინის მეორე მესაკუთრემ როსტომაშვილმა საკუთარი სიმართლის დადგენა სასამართლოს გზით შეძლო. სასამართლომ როსტომაშვილი ბინის მესაკუთრედ კი გამოაცხადა, მაგრამ მის ოფიციალურად დარეგისტრირებას 14 ათას ლარიანი ვალი უშლიდა ხელს.

აქედან გამომდინარე, ლუდმილა ნონიკაშვილის მიერ აუქციონზე გადახდილმა ფულმა ბინა იპოთეკისგან გაათავისუფლა. ნონიკაშვილი ვარაუდობს, რომ როსტომაშვილები კრედიტორთან შეთანხმებით მოქმედებდნენ.

ჩახლართული მაქინაციების წყალობით მოგებული მხოლოდ თაღლითობის ბრალდებით რამდენჯერმე ნასამართლევი კრედიტორი ნარგიზა რუსაშვილი დარჩა. აუქციონის შემდეგ თანხის აღებისთანავე ის გაუჩინარდა.

ავტორი: გიორგი გვიშიანი. 

დღის ამბები