18 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
დაცვის პოლიციის მიერ გაწეული ხარჯები საფეხბურთო კლუბის მხარდასაჭერად და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე არსებული კითხვები

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული დეპარტამენტის, დაცვის პოლიციის მიერ დახარჯული თანხების შესახებ კთხვები ჩნდება. დეპარტამენტის მიერ ირიბ დაფინანსებაზე და მის ფუნქცია-მოვალეობების მიღმა თანხის ხარჯვაზე საუბრობენ აუდიტის სამსახურში. ერთ-ერთი მათგანი "ცხინვალის ლიახვის" საფეხბურთო კლუბია. 

2014-15 წლების საფეხბურთო სეზონზე კლუბის ფინანსური მხარდაჭერა საკუთარ თავზე, სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ დაცვის პოლიციამ აიღო. დაცვის პოლიცია კლუბისგან სარეკლამო მომსახურებას ყიდულობდა და კლუბიც სანაცვლოდ მის ლოგოებს მაისურებზე და ბანერებზე ათავსებდა. აღმოჩნდა, რომ 2014-2015 წლებში დაცვის პოლიციამ კლუბს 870 000 ლარამდე თანხა საეჭვო სქემით გადაურიცხა. თანხის დიდი ნაწილი კლუბს უტენდეროდ გადაეცა თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, როცა დაცვის პოლიციამ კლუბისგან სარეკლამო მომსახურების შეძენა ტენდერით გადაწყვეტა, იქ ისეთ პირობები ოყო წაყენებული, რომ მხოლოდ "ლიახვს" შეეძლო დაეკმაყოფილებინა, რასაც აუდიტის სამსახურში ასევე თანხების არამიზნობრივ ხარჯვად თვლიან.

დაცვის პოლიცია ხარჯების ეკონომიურობით არც სხვა მიმართულებით გამოირჩევა. მაგალითად დეპარტამენტის კუთვნილი ავტომობილების ტექ-მოსმახურებაში უწყება საბაზროზე რამდენჯერმე მეტს იხდის.

ავტორი: მიშა სესიაშვილი. 

დღის ამბები