18 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
ხმაური თბილისში - დაკავებულის მეგობრების მტკიცებით, პოლიცია ნარკოტიკის ჩადებას ცდილობდა

დაკავებით დასრულდა ხმაური ვარდების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა - შენახვისთვის გაჩხრიკა და დააკავა. მისი ახლობლები კანონდარღვევაზე საუბრობენ.

როგორც ყვებიან, ახალგაზრდა ბარში მეგობრის მოპედით მივიდა, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებმა ის მოპედიდან გადმოაგდეს და დააპატიმრეს.

ის ადგილზე გაჩხრიკეს. სამართალდამცველებს მოპედის დათვალიერებაც სურდათ, თუმცა, მეპატრონემ ამის უფლება არ მისცა. ადგილზე მცირე ინციდენტიც მოხდა. რამდენიმე ადამიანი პოლიციას დაუპირისპირდა.

დაკავებულის მეგობრების მტკიცებით, პოლიცია ნარკოტიკული ნივთიერების ჩადებას ცდილობდა. მათი განცხადებით, ახალგაზრდას პოლიციამ მხოლოდ საძილე საშუალება "ქსანაქსი" აღმოუჩინა.

დღის ამბები