18 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
თურქეთში მომხდარი ავარია - დღეს გირესუნის პროკურატურაში ავტობუსის მძღოლს დაკითხავენ

დღეს თურქეთში, გირესუნის პროკურატურაში იმ ავტობუსის მძღოლს დაკითხავენ, რომელიც ავტოავარიის დროს მართავდა სატრანსპორტო საშუალებას. მისი დაკითხვა ამ დრომდე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, ტრაპზონის საავადმყოფოებში ამ დრომდე რჩება 5 ადამიანი, მათ შორის ყველაზე მძიმეა ანსამბლ "ლამპრების" ოპერატორის მდგომარეობა. ავტოსაგზაო შემთხვევა ტრაბზონიდან 120 კილომეტრში 16 ივლისს მოხდა.

ავტობუსი, რომელშიც 38 ადამიანი იმყოფებოდა, გზიდან გადავიდა და ამობრუნდა. მომხდარის მიზეზებს სამართალდამცველები იკვლევენ.

დღის ამბები