18 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
ამ დრომდე უცნობია, რა ინფორმაცია მიაწოდა პოლიციას თათია დოლიძემ

ხუთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა თათია დოლიძის გამოკითხვა თბილისის პოლიციის სამმართველოში. გამოკითხვის დასრულების შემდეგ, თათია დოლიძეს მედიასთან განმარტებები, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ გაუკეთებია. შესაბამისად, ამ დრომდე უცნობია, რა ინფორმაცია მიაწოდა საგამოძიებო ორგანოს თათია დოლიძემ.

საქმე ეხება „ქართული მარშის“ აქციის მონაწილეების სახელით თათია დოლიძის ერთ-ერთ სტატუსზე დაწერილ მუქარასა და შეურაცხმყოფელ კომენტარებს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს მუქარას და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით.

დღის ამბები