თათია დოლიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოში გაეროს ელჩი. ნილს სკოტი იმედოვნებს, რომ გამოძიება სწრაფად წარიმართება.
"ვგმობთ ყველა სახის ძალადობას და ამ შემთხვევაში, ისეთ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ. ასეთი სახის ქმედებას თანამედროვე საზოგადოებაში ადგილი არ აქვს. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა, როგორიც თათია დოლიძეა, შეძლონ ხმის ამაღლება თავისუფლების, სოლიდარობის, ტოლერანტობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის დასაცავად," - წერს ნილს სკოტი.