ხევისუბნის ქუჩის მოსახლეობა ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობს. ქუჩაზე შეუძლებელია ავტომანქანით გადაადგილება, რის გამოც სასწრაფო დახმარების ბრიგადა დანიშნულების ადგილზე ვერ მიდის.
ადგილობრივების თქმით, მათ რამდენჯერმე მიმართეს ნაძალადევის გამგეობასა და თბილისის მერიას დახმარებისთვის, თუმცა პრობლემები დღემდე არაა გადაჭრილი.
ადგილობრივები საკუთარ პრობლემებზე "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატს, ელენე ხოშტარიას გაესაუბრნენ.
„სასწრაფოდ უნდა შემუშავდეს ამ უბანში კონკრეტული გეგმა, როდის დაიწყება სამუშაოები. იმიტომ, რომ 21-ე საუკუნეში ქალაქის შუაგულში ადამიანები ასეთ პირობებში ცხოვრობენ,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.