18 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
უზნაძის ქუჩაზე მოკლული გოგონას ახლობლებს მკვლელობის ვერსია არ აქვთ

მოკლული ანა ხელაძის კურსელები, მეგობრები და ლექტორები თსუ-ის მაღლივ კორპუსში არიან შეკრებილი და აცხადებენ, რომ მომხდარით გაოგნებულები არიან. მათ „კურიერთან“ საუბარისას აღნიშნეს, რომ არ აქვთ ვერსია, რა შეიძლებოდა გამხდარიყო ანას მკვლელობის მიზეზი.

მეგობრები და ლექტორები ანას დადებითად ახასიათებენ და მათთვის მკვლელობის ვერსია მიუღებელი და დაუჯერებელია.

„ვფიქრობ, რომ ანა არის მსხვერპლი ძალიან დიდი უსამართლობის და ამ ტრაგედიამ წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენს ცხოვრებაზე,“ - აცხადებს ანა ხელაძის მეგობარი.

თბილისში 19 წლის გოგოს მკვლელობის საქმე გახსნილია. ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული პირი, მოკლულის ბიძაშვილი, სამართალდამცავებმა ფოთში დააკავეს. დაკავებულმა დანაშაული აღიარა და სამართალდამცავებს განუცხადა, რომ სასიკვდილო ჭრილობების მიყენების შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

19 წლის ანა ხელაძე ყელგამოჭრილი საკუთარი დეიდის სახლში, გუშინ იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მკვლელობის მოტივზე არ საუბრობს.  

ამავე თემაზე
დღის ამბები