ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფზე ფასების ცვლილება ძალაში 20 ივლისიდან შედის და ძალაში 2018 წლის 31 დეკემბრამდე იქნება. აღნიშნული ვადები ეხება კომპანიებს: სოკარ გაზ ჯორჯიას, საქორ-გაზს და ყაზტრანსგაზს.
ბუნებრივი აირის ფასი გაეზრდება სოკარ ჯორჯია გაზის და საქორ-გაზის აბონენტების 47%-ს ანუ ე.წ. რეგულირებულ აბონენტებს, რომლებიც ქსელში ჩართულები არიან 2007 წლამდე.
სემეკის გადაწყვეტილების მიხედვით, სოკარ ჯორჯია გაზის ტარიფი, დღგ-ის ჩათვლით, 56.94 თეთრამდე გაიზარდა. ხოლო საქორ-გაზის ტარიფი 57.01 თეთრით განისაზღვრა.
რაც შეეხება სოკას ჯორჯია გაზის და საქორ-გაზის 53% მომხმარებელს, რომლებიც ე.წ. დერეგულირებული აბონენტები არიან, ანუ ქსელში ჩაერთვნენ 2007 წლიდან, მათთვის ბუნებრივ აირის ფასს ადგენს გამანაწილებელი კომპანია.