ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დიდი დიღმის ოფისში 2 პირი შეიჭრა. ოპოზიცური პარტიის წევრები ამ ინცინდენტს ქართული ოცნების ინტერესებს უკავშირებენ.
ისინი ასევე პარალელს ავლებენ ახალციხეში მომხდარ ფაქტთან, როდესაც ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორს და მისი ოჯახის წევრებს, მათი მტკიცებით, ქართული ოცნების აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
რუსთავი2-ის ინფორმაციით, ოფისში შეჭრილი ორივე პირი ამ ეტაპზე დაკავებულია და პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი.
ამ წუთებში დიღმის ნაციონალური მოძრაობის ოფისში პარტიის ლიდერები იკრიბებიან, შემთხვევის დროს კი ადგილზე შტაბის თანამშრომლები და თავად მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იმყოფებოდნენ. ის აღნიშნავს, რომ ოფისში შეჭრილმა პირებმა შტაბის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება არ დაუწყიათ, თუმცა უწყებაში განმარტავენ, რომ მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები.
ენმ-ის ოფისთან პოლიციაა მობილიზებული.