18 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
ულტიმატუმი წინამძღვარს - ჯვრის მამის მონასტრის მონაზონი შიმშილობის დაწყებას გეგმავს

ჯვრის მამის მონასტრის მონაზონი შიმშილობის დაწყებას გეგმავს, იმ შემთხვევაში, თუ თაბორის მონასტრის ეზოდან წინამძღვარი ძროხებს არ გაიყვანს.

ტაძრის ეზოში ბოსელთან ახლოს დედა თამარის შვილია დაკრძალული და მისი თქმით, საფლავი იბილწება.

მონაზონი პრობლემის მოგვარებას საპატრიარქოს ერთი წელია, სთხოვს. მონაზონი ყვება, რომ მას შემდეგ, რაც პრეტენზია გამოთქვა, მეუფე იაკობმა პატრიარქის ფონდიდან მისთვის აუცილებელი მედიკამენტების ანაზღაურება შეწყვიტა.

დღის ამბები