„თანამშრომლობის შემდგომ შენ ხდები მუდმივი მსხვერპლი ამ სისტემის,“ - აცხადებს მოძრაობა თეთრი ხმაურის აქტივისტი, ბექა წიქარიშვილი, ნარკოტიკების ჩადების ფაქტთან დაკავშირებით გადაცემა არჩევანში საუბრისას.
„ფაქტობრივად, უსაგნოდ და უშინაარსოდ დარჩა ინსტიტუტები ჩვენს ქვეყანაში. ისინი, უბრალოდ, მიჰყვებიან ამორფულ ტენდენციებს, რაღაც ქაოტურ ტენდენციებს,“ - აცხადებს ბექა წიქარიშვილი.
ბექა წიქარიშვილი აცხადებს, რომ ნარკოტიკების ჩადების შემდეგ ადამიანები "მუდმივი მსხვერპლები" ხდებიან.
„გაიძულებენ, ითანამშრომლო და თანამშრომლობის შემდგომ შენ ხდები მუდმივი მსხვერპლი ამ სისტემის და შენ უკვე ჩათრეული ხარ ამ სისტემისვე ლოგიკაში და შენ ვეღარ ამოვარდები,“ - განაცხადა ბექა წიქარიშვილი.
მან აღნიშნა, რომ რადიკალური რეფორმაა საჭირო არსებული სისტემის შესაცვლელად.
„ცალკეული რეფორმებიც კი მგონია, რომ უკვე შედეგს არ გამოიღებს. მე მგონია, რომ საჭიროა სრული ტრანსფორმაცია სისტემის მუშაობის იმიტომ, რომ მე არ ვფიქრობ, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმა ან პოლიციის ცალკეული რეფორმა გადაჭრის ქვეყანაში პრობლემას. აქ უკვე საუბარი გვქვს სისტემის მუშაობის შინაარსზე. დღეს სისტემა მუშაობს ისე, რომ ის საკუთარ მოქალაქეებს, უბრალოდ, ანადგურებს და თავის თავს ინახავს ამით,“ - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.