18 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
ჰუმანური დამოკიდებულების მაჩვენებელია სასამართლოს მხრიდან - ლევან კობერიძე

მმართველი გუნდის წევრი, ლევან კობერიძე, გადაცემა არჩევანში ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულების და შემდგომ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულ შემთხვევებზე საუბრობს.

ლევან კობერიძე ამბობს, რომ საზოგადოებაში ნარკოტიკების პრობლემა ზოგადად არსებობს.  

„საზოგადოებაში ეს პრობლემა არსებობს და ვიცით, რომ ეს პრობლემა არსებობს. ასე თუ არ არის, მაშინ საერთოდ ამოვიღოთ სისხლის სამართლიდან და ნებისმიერი ადმინისტრაციული დანაშაულიდან ეს მუხლები და ვთქვათ, რომ საქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის პრობლემა არ არსებობს,“ - აცხადებს კობერიძე.

კობერიძე სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ ნარკოდანაშაულისთვის დაკვებულების გათავისუფლების საკითხზე საუბრისას ამბობს, რომ ეს არის „ჰუმანური დამოკიდებულების მაჩვენებელი სასამართლოს მხრიდან, რასაც მიესალმება“.

ასევე, კობერიძის თქმით, ჯანდაცვის კომიტეტზე მიმდინაროებდა ნარკოპოლიტიკის რეფორმის განხილვა. მისი თქმით, არასამთავრობო სექტორთან და სახელისუფლებო სტრუქტურებთან ერთად მიმდინარეობს აღნიშნულ საკითხზე მუშაობა.

კობერიძე პარლამენტში მისი და მისი კოლეგების მხრიდან ინიცირებულ ნარკოპოლიტიკაზე საუბრობს. კობერიძე რეფორმის დადებით მხარეებზე მიუთითებს და ამბობს, რომ ნარკოტიკის მომხმარებელი არ არის კრიმინალი.

ნარკოდამოკიდებლი და მომხმარებელი არ არის კრიმინალი და ის არ უნდა იხდიდეს სასჯელს ციხეში და არ უნდა იყოს სისხლის სამართლის დამნაშავე. ამ კანონპროექტის მიხედვით, ეს ეხება იმ ადამიანებს, ვისაც ე.წ. ინდივიდუალური მოხმარების დოზა ექნება აღმოჩენილი და ამ საკითხებზე გვაქვს ბევრი სამუშაო,“ - ამბობს კობერიძე.

დღის ამბები