თელავში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა შემთხვევა.
შემთხვევა გვიან ღამით მშვიდობის ქუჩაზე მოხდა.
თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.
მისი გადარჩენა ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ექიმებმა ვეღარ შეძლეს.
ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვლილი ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.