თურქეთში ავარიის შედეგად საავადმყოფოში გარდაცვლილი მამაკაცი გვიან ღამით საქართველოში გადმოასვენეს.
ცეკვის ანსამბლ "ლამპრების" ოპერატორი, 60 წლის მამაკაცი ავარიის შემდეგ გერასუნის საავადმყოფოში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში სამი დღის წინ მოხდა.
ამ დროისთვის თურქეთის კლინიკებში 4 დაშავებული რჩება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.