18 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
თერჯოლის კლინიკაში ბავშვის გარდაცვალების ფაქტს, ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური ჯგუფი შეისწავლის

თერჯოლის კლინიკაში ბავშვის გარდაცვალების ფაქტს, ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური ჯგუფი შეისწავლის. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე უკვე გაემგზავრნენ.

შეგახსენებთ, რომ თერჯოლის კლინიკაში, ორ წლინახევრის გოგონა ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. დაღუპულის ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ. მათი თქმით, ბავშვმა 2 დღის წინ ლავიწის ძვალი დაიზიანა, რის გამოც მას ოპერაცია გაუკეთეს. კლინიკის ადმინისტრაცია მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. სავარაუდოდ, ოპერაციაში მონაწილე ექიმები დაკითხვაზე იმყოფებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები