18 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
ქართულ სუნელში მძიმე მეტალების რაოდენობა დასაშვებ ნორმებშია - ლევან დავითაშვილი

ქართულ სუნელზე შეზღუდვა არ არსებობს და ის 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც გადის- ეს განცხადება,  დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც აგრარულ დარგში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა.

დავთაშვილი იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ქართული სუნელი დიდი რაოდენობით ტყვია შეიცავს. მინისტრი განმარტავს, რომ მძიმე მეტალის შემცველობა სუნელში დასაშვებ ნორმებშია. 

„ქართულ სუნელებთან დაკავშირებული საკითხი, მის საიმედოობასთან დაკავშირებული საკითხი ბოლომდეა შესწავლილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. ქართულ პროდუქციაში მძიმე მეტალების რაოდენობა არის დასაშვებ ნორმებში, შესაბამისად ქართული პროდუქტი საიმედოა და სანდოა,"-აცხადებს დავითაშვილი.

ლევან დავითაშვილმა თხილის სექტორში არსებულ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მომავალი წლიდან თხილის რეგლამენტი შევა ძალაში, რაც ექსპორტის სტანდარტებს დაარეგულირებს.

"ქართულ თხილში გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება იყოს აპატოქსინი, ეს არის ნებისმიერი კაკლოვანი, თხილოვანი კულტურის პროდუქტში ჩვეულებრივი პრაქტიკა. თხილის ექსპორტი დაშვებული იქნება მხოლოდ იმ საწარმოების მიერ, რომელსაც ექნება ასპის სტანდარტი ან საერთაშორისო ისო 22 ათასის სტანდარტი დანერგილი და აღიარებული იქნება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ,“-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები