ხატია ბუნიათიშვილი სოციალური ქსელების მომხმარებელთა ყურადღების ცენტრში მოექცა. მიზეზი პაპარაცების მიერ გადაღებული ფოტოები გახდა, სადაც ქართველ პიანისტთან ერთად ჰოლივუდის ვარსკვლავი ორლანდო ბლუმი ფიგურირებს. ბუნიათიშვილი და ბლუმი პაპარაცებმა რამდენიმე დღის წინ პარიზის ქუჩებში სეირნობისას გადაიღეს.