18 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
თბილისის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე ვანო ჯავახიშვილი მივიდა

რუსთავი 2-ის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული თოქ შოუს წამყვანი, ვანო ჯავახიშვილი ადვოკატთან ერთად თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მივიდა. საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის წევრის, ემზარ კვიციანის მიერ, ჯავახიშვილის მკვლელობის დაანონსებას, რომლის შესახებაც ინფორმაცია "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გუშინ გამოაქვეყნა. 

ვანო ჯავახიშვილმა პოლიციის მთავარ სამმართველოში შესვლამდე კომენტარი გააკეთა. ის ვარაუდობს, რომ ემზარ კვიციანის განცხადება „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტზე „The ვანოს შოუში“ გაჟღერებულ ხუმრობებს უკავშირდება. ვანო ჯავახიშვილის თქმით, „რუსთავი 2"-ის მხრიდან მოთხოვნას სამართალდამცავების დროული რეაგირება მოჰყვა. ის იმედოვნებს, რომ საქმის შესწავლა ობიექტურად მოხდება. 

როგოც ცნობილია, საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტომ მოკვლევა დაიწყო.

დღესვე ელოდებიან გამოკითხვაზე თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში თავად დეპუტატ კვიციანს. თუმცა, მისი გამოცხადების ზუსტი დრო ამ ეტაპზე უცნობია. 

დღის ამბები