18 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
ქალთა წინაღმდეგ გამოხატული ძალადობრივი მოწოდებები - აღმაშენებლის გამზირზე აქცია მიმდინარეობს

ქალთა წინაღმდეგ გამოხატული ძალადობრივი მოწოდებების გასაპროტესტებლად აღმაშენებლის გამზირზე სოლიდარობის აქცია-მსვლელობა იმართება.

შეკრების ორგანიზატორები რამდენიმე მოთხოვნას აყენებენ, მუქარის გამომხატველი მოწოდებები ქვეყანაში დასჯადი გახდეს და პასუხი აგოს ყველა იმ პირმა, ვინც თათია დოლიძეს ემუქრებოდა.

ქალთა სოლიდარობის აქციის მონაწილეები ასევე მოუწოდებენ
ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებს გაემიჯნონ ძალადობას და საკუთარი მკვეთრი პოზიცია დააფიქსირონ.

ისინი ასევე მიმართავენ მედია საშუალებებს, არ დაუთმონ საეთერო დრო ძალადობრივი გამონათქვამების ავტორებს. 

დღის ამბები