"ქართული ოცნების" ოფისთან მიმდინარე აციაზე ქალბატონი შეუძლოდ გახდა. ადგილზე საპროტესტო აქციას "ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები მართავენ. ისინი ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.
როგორც ცნობილია, ამ წუთებში "ქართული ოცნების" ოფისში სხდომა მიმდინარეობს. მმართველი გუნდის წევრებმა ოპოზიციასთან შეხვედრის დრო და ფორმატი უნდა შეათანხმონ.
ადგილზე გამოძახებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა.