ცნობილი მომღერალი და მსახიობი ვახტანგ კიკაბიძე დღეს იუბილარია. 79 წლის მუსიკოსი მნიშვნელოვან თარიღს ამჯერადაც საქმიანად და ახალი გეგმებით ხვდება. ერთ თვეში საკუთარ მსმენელს ზღვის პირა ქალაქში, სოლო კონცერტზე ეპატიჟება.
ბათუმის ხელოვნების ცენტრში ბუბა კიკაბიძე კონცერტს მეგობრებთან ერთად, 18 აგვისტოს გამართავს. ნაცნობი და უცნობი სიმღერებისგან შემდგარი რეპერტუარის გარდა, მომღერალი და მსახიობი მსმენელისთვის საინტერესო სიურპრიზებსაც გეგმავს.