18 მაისი 2024,   17:10
ვრცლად
ბაქოს სასამართლომ ცნობილ ბლოგერს სამ-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ბაქოს სასამართლომ ცნობილ ბლოგერს სამ-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ალექსანდრ ლაპშინს, რომელსაც რუსეთისა და ისრაელის მოქალაქეობა აქვს, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ადანაშაულებენ. ის 2011-2012 წლებში მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანული მხარის თანხმობის გარეშე იმყოფებოდა.

ლაპშინი, ოფიციალური ბაქოს მოთხოვნით, 2016 წლის დეკემბერში მინსკში დააკავეს, რამდენიმე თვის შემდეგ კი აზერბაიჯანს გადასცეს. დაცვის მხარე გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას და ლაპშინის რომელიმე მშობლიურ ქვეყანაში ექსტრადირების მოთხოვნას აპირებს.

დღის ამბები