18 მაისი 2024,   17:01
ვრცლად
„ვფიქრობ, რომ ჩვენ ვიძირებით," - ლაშა ტუღუში აფგან მუხთარლის საქმეზე საუბრობს

„უფრო და უფრო მეტად ვეფლობით იმ ჭაობში და ვხდებით მძევლები ვიღაცეების,“ - ეს განცხადება ფონდ ”ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორმა ლაშა ტუღუშმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან და შს მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვიძირებით, პირდაპირი მნიშვნელობით და უფრო და უფრო მეტად ვეფლობით იმ ჭაობში და ვხდებით მძევლები ვიღაცეების, რომლებმაც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე რაღაცეები ჩაიდინეს. ეს ადამიანები, როგორც ჩანს მთელ ქვეყანას ძირავენ და ამდენ ხანს არ მოითმენს არავინ,“ - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

შეგახსენებთ, რომ აფგან მუხთარლის საქმის გამო სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელს და უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელებს თანამდებობები დაატოვებინეს. 

შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტებით, დავით ნიკოლეიშვილი და ოთარ კუპრაშვილი თანამდებობებს გამოძიების დასრულებამდე ტოვებენ.

დღის ამბები