18 მაისი 2024,   16:33
ვრცლად
ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკი გაკეთდეს - ზალიკო უდუმაშვილი ინიციატივით გამოდის

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის ცენტრალურ პარკად გადაკეთების ინციატივით გამოდის. ზალიკო უდუმაშვილის განმარტებით, თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ის „ინვესტ კაპიტალისგან“ აღნიშნულ ტერიტორიას თბილისის ბიუჯეტის სახსრებით გამოისყიდის.

ზალიკო უდუმაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ 34 ჰექტარზე თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოწყობილი რეკრეაციული ზონის მშენებლობა დაიწყოს.

„ინვესტ კაპიტალი“ ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიაა. უდუმაშვილის განმარტებით, გამოსყიდვისა და ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მშენებლობის პროცესს 18 თვემდე დასჭირდება. 

დღის ამბები