18 მაისი 2024,   16:32
ვრცლად
პრეზიდენტის რიგით მერვე და მეცხრე ვეტო უკვე პარლამენტშია - მთავარი მოთხოვნა თვითმმართველ ქალაქებს ეხება

პრეზიდენტის რიგით მერვე და მეცხრე ვეტო უკვე პარლამენტშია. ადგილობრივი თვითმმართველობისა და საარჩვენო კოდექსები მოტივირებული შენიშვნებით გიორგი მარგველაშვილმა უმრავლესობას დღის ბოლოს გადაუგზავნა. გიორგი მარგველაშვილის მთავარი მოთხოვნა 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის შენარჩუნებაა.

პრეზიდენტის კიდევ ერთი ვეტო საარჩევნო კოდექსში ცვლილებების იმ ნაწილს ეხება, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციების ახლებურად დაკომპლექტებას გულისხმობს. უმრავლესობის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციები პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობით განისაზღვრება. გიორგი მარგველაშვილი ცვლილებების ამ ნაწილშიც სტატუსკვოს შენარჩუნებას ითხოვს.

მმართველი პარტია გიორგი მარგველაშვილს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებდა. საპარლამენტო ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ უმრავლესობა ვეტოს დაძლევს. ოპოზიცია პრეზიდენტის მიტოვირებულ შენიშვნებს ეთანხმება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები