18 მაისი 2024,   17:08
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმეზე ბოლო სასულიერო პირი დაიკითხა - მეუფე პეტრე ჩვენებას 3 საათის განმავლობაში აძლევდა

დახურულ კარს მიღმა ჭყონდიდის მიტროპოლიტის დაკითხვა სამ საათს გაგრძელდა. მეუფე პეტრემ ყველაფერზე ისაუბრა, მაგრამ არც ერთი სიტყვა არ უთქვამს ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული მამა გიორგი მამალაძის საწინააღმდეგოდ. მან პროკურატურა მიკერძოებულობაშიც დაადანაშაულა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი საპატრიარქოს მთავარ პრობლემად დაასახელა.

პროკურორმა არც ისი იცის იკვეთება თუ არა საქმეში მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სავარაუდო მონაწილეობა, თუმცა ბრალმდებელი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში ციანიდის საქმეზე სავარაუდო დამნაშავეთა წრე გაიზარდოს და ახალი გვარი დასახელდეს. იქნება თუ არა მათ შორის ერთ-ერთი ჭყონდიდის მიტროპოლიტი, ამაზე წინასწარ არ საუბრობენ.

სასამართლო პროცესის შემდეგ ბრალდების მხარემ არ გამორიცხა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეში შესაძლოა, სხვა მონაწილე პირების დანაშაულიც გამოიკვეთოს. ჭყონდიდის მიტროპოლიტის ჩვენებამ კი პროკურორს შეკითხვები გაუჩინა, რატომ იცავს ასე მტკიცედ მღვდელმთავარი დეკანოზ მამალაძეს.

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები დარწმუნებულები არიან, რომ მიტროპოლიტის ჩვენებამ საქმის მოსამართლეს სამართლიანი განაჩენისთვის მყარი საფუძველი მისცა, თუმცა რატომ აქვთ ამის იმედი, კონკრეტულად არ უსაუბრიათ.

ე.წ. ციანიდის სასამართლო სხდომაზე დღეს ბოლო სასულიერო პირი დაიკითხა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები