უბედური შემთხვევა თბილისში. დიდ დიღომში მშენებარე კორპუსიდან ახალგაზრდა 27 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზევე გარდაიცვალა. გარდაცვლილი ამავე მშენებლობაზე მუშაობდა.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, მომხდარი მუშის დაუდევრობამ თუ უსაფრთხოების ზომების არარსებობამ გამოიწვია.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. გამოძიება მომხდარ ფაქტზე უკვე დაწყებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების დაკითხვა ამ წუთებში მიმდინარეობს. არ არის გამორიცხული, მომხდარი ტრაგედიის შესახებ პირველადი დასკვნა დღეს, დღის ბოლომდე გახდეს ცნობილი.