საზოგადოებრივ აქტივისტთა ჯგუფი შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზზე დაკვირვებას იწყებს. სამოქალაქო პატრულირების მიზანია, ე.წ. სასაზღვრო ზოლზე ოკუპანტების აქტივობის დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოების დროული ინფორმირება.
აქტივისტთა ჯგუფი დაკვირვებას უსაფრთხო ზონიდან, დურბინდის საშუალებით განახორციელებენ.