30 სექტემბერი 2024,   19:31
ვრცლად
დღეიდან საქართველოში აგრილდება - ტემპერატურის რამდენიმე გრადუსით დაკლებას პროგნოზირებენ

სინოპტიკოსები საქართველოში დღეიდან ტემპერატურის რამდენიმე გრადუსით კლებას პროგნოზირებენ.  

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში გრილი მასების შემოსვლის შედეგად, დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 

დღეს დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 24-29 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში - 30-31 გრადუსი. 

მომავალი კვირის დასაწყისში საქართველოში ძირითადად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. 

დღის ამბები