„ძალიან ხშირად ხდებოდა, სამწუხაროდ, პატრიარქის დეზინფორმირება,“ - ეს განცხადება ე.წ. ციანიდის საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ შაბათის კურიერთან საუბრისას გააკეთა.
საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, ტატო შავშიშვილის, განცხადებით, პატრიარქისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას, მისი მუშაობის პერიოდში, ხშირი ხასიათი ჰქონდა.
„ძირითადად ესენი იყვნენ საერო პირები, თუმცა მღვდელმთავრებიც იყვნენ. მათ შორის პოლიტიკოსები. ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან ხშირად დადიოდნენ საპატრიარქოში,“ - აცხადებს შავშიშვილი.
მისი თქმით, კათალიკოს-პატრიარქს დეკანოზ გიორგი მამალაძის თავდებით გათავისუფლებაც სურდა, თუმცა ხელისუფლების და საპატრიარქოს თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ ამ საკითხზე საუბარი დასრულდა.
შავშიშვილმა ისაუბრა შორენა თეთრუაშვილისა და მეუფე იაკობის ინტერესებზეც.
„ბოლო პერიოდში, როდესაც მამა გიორგი დააკავეს, პირდაპირ გეტყვით, რომ უწმიდეს ჰქონდა სურვილი, რომ თავდებით ეშუამდგომლა სასამართლოსთვის, რომ გამოძიება გაგრძელებულიყო, მაგრამ მამა გიორგი გამოსულიყო გარეთ,“ - განაცხადა შავშიშვილმა.