ევროპული საქართველო განათლების სამინისტროს სტუდენტების პროგრამული დაფინანსების წესის გადახედვას სთხოვს.
სტუდენტთა დაფინანსების საკითხზე პარტიის ოფისში დღეს ბრიფინგი გაიმართა.
სერგო რატიანის განცხადებით, არსებული პროგრამა არაეფექტურია და გამოყოფილი თანხები ირაციონალურად იხარჯება.
სერგო რატიანის განცხადებით, დღეს არსებული თანხებით, ძველი დაფინანსების წესი რომ შენარჩუნებულიყო, საქართველოს, დაახლოებით, ორჯერ უფრო მეტი რაოდენობის დაფინანსებული სტუდენტი ეყოლებოდა.
პარტია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის პოლიტიკური საბჭოს წევრი მარიამ რამინაშვილი კი არაკონკურენტუნარიან გარემოზე საუბრობს.