18 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით თბილისის გზებზე შეზღუდვები იმოქმედებს

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის, ვიზიტთან დაკავშირებით, თბილისში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ხვალიდან თბილისის გზებზე შეზღუდვები იმოქმედებს.

დილის 10 საათიდან 1-ლი აგვისტოს 17 საათამდე ავტომანქანებით გადაადგილება აიკრძალება ჭანტურიას ქუჩაზე; ხვალვე, საღამოს 8 საათიდან გადაიკეტება რუსთაველის გამზირი - შეზღუდვა მეორე დღის 16 საათზე მოიხსნება. ხვალ 19-დან 22 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება კოჯრის გზატკეცილზე, კოჯრიდან თბილისის მიმართულებით. მანქანები იმოძრავებენ შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი ახალი გზით.

დღის ამბები