ოჯახი დაკარგულ ბესიკ დუღაშვილს ეძებს. 50 წლის მხატვარი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. საქმეში ჩართულია პოლიცია.
ოჯახის წევრები ითხოვენ, მისი პოვნის შემთხვევაში, დაუკავშირდნენ საგანგებო სიტუაციების სამსახურს, რისთვისაც უნდა დარეკონ 112-ზე.
ბესიკ დუღაშვილი პოლიტიკოსების ცნობილი კარიკატურების ავტორია. ის აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა გამოცემასთან.