18 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
პირველი ადამიანი საბჭოთა კავშირში, ვინც კომპიუტერული კვლევა ჩაატარა - ფრიდონ თოდუას რთული გზა ზუგდიდიდან ლუცერნამდე

კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, ფრიდონ თოდუამ, ევროპის ხარისხის ჯილდო ევროპის ბიზნეს-ასამბლეისგან რამდენიმე დღის წინ მიიღო.

ევროპის ბიზნეს ასამბლეამ მის კლინიკას ჯილდო ბრწყინვალე სამედიცინო ხარისხისთვის შვეიცარიაში გამართულ ცერემონიაზე გადასცა.

ფრიდონ თოდუა პირველი იყო, ვინც მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით კომპიუტერული ტომოგრაფია შემოიტანა და ამისთვის ლეონიდ ბრეჟნევის დახმარება დასჭირდა.

პირველად კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი გერმანიაში ნახა. მანქანა, რომელიც აღიქვამდა იმას, რასაც იქამდე მხოლოდ რენტგენით აშუქებდნენ და იმასაც, რისი დანახვაც ადრე, ადამიანის გაკვეთის გარეშე, შეუძლებელი იყო.

ასე გახდა პროფესორი თოდუა პირველი ადამიანი საბჭოთა კავშირში, ვინც კომპიუტერული კვლევა ჩაატარა.

საქართველო მე-6 ქვეყანა, თოდუას ცენტრი კი მე- 16 კლინიკა იყო, სადაც ეიჯის აპარატი დაიდგა. ჭკვიანი მანქანა ექიმს საშუალებას აძლევს, მაქსიმალური სიზუსტით დაასხივოს სიმსივნით დაავადებულ უჯრედებს და დაზოგოს ჯანმრთელი ქსოვილი.

ფრიდონ თოდუას სამედიცინო კაბინეტში ოთხივე პრეზიდენტი ნამყოფია.

დღის ამბები