18 ნოემბერი 2024,   18:27
ვრცლად
"ევროპულ საქართველოში" ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდას "ქართული ოცნების" არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ

ევროპულ საქართველოში ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდას ქართული ოცნების  ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ქალაქებში გაზის ტარიფი 7-დან 16 თეთრამდე გაეზარდათ, რაც ადგილობრივებს ცხოვრებას კიდევ უფრო გაუძვირებს.

პარტიაში ამბობენ, რომ ტარიფის ზრდასთან ერთად მოსალოდნელია საკვები პროდუქტების გაძვირება.

ევროპულ საქართველოში გამოსავლად მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ამოქმედებას ასახელებენ.

"ქართული ოცნების ხელისუფლების აბსოლუტურად არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, რომელიც ენერგეტიკაზეც აისახა, გაიზარდა გაზის ტარიფი. ძალიან დიდი ზრდა არის, რაც ჩვენი მოქალაქეების შემოსავლებს, ჯიბეს და მათ კეთილდღეობას დააწვება. სიღარიბე ისედაც, 2016-ში 2015-თან შედარებით, გაზრდილი არის და ეს კიდევ უფრო ცუდად აისახება ჩვენი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე,“ - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

დღის ამბები