ამერიკული ჯავშანმანქანების კოლონა საოკუპაციო ხაზთან - მრავალეროვნული სწავლების მონაწილე სამხედროებმა მარში სენაკიდან დაიწყეს და ვაზიანის სამხედრო ბაზისკენ მიმავალ გზაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებთანაც ჩაიარეს.
გორში ამერიკული ჯავშანტექნიკის დასათვალიერებლად ადგილობრივი მოსახლეობა გამოვიდა და სამხედროებს შეხვდა.
„აქ გასართობად არ ვართ, ჩვენ ჩვენი მოკავშირის მხარდასაჭერად ვიმყოფებით აქ, ეს ჩემთვის დიდი პატივია,” - აცხადებს 2017 წლის მრავალეროვნული წვრთნების ერთ-ერთი მონაწილე.
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, მსგავსი წვრთნების საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ჩატარებას ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის.
„გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ მცოცავი ოკუპაცია ისევ გრძელდება, ის ფაქტი, რომ იმ ქალაქში ჩამოდის ნატოს ჯარი, არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ ქალაქისთვის, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იბომბებოდა,“ - აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.