აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს ხვალ სიონში პატრიარქი პირადად უმასპინძლებს. ინფორმაცია ამის შესახებ „რუსთავი 2-ს“ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ დაუდასტურა.
სიონის საპატრიარქო ტაძარში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის სტუმრობა დღის მეორე ნახევარში, პრემიერთან და ოპოზიციის ლიდერებთან მოლაპარაკებების შემდეგ არის დაგეგმილი.