18 მაისი 2024,   16:31
ვრცლად
მაიკ პენსის ხისტი პოზიცია მოსკოვთან მიმართებაში - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ევროპული ტურნე

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა, ამჟამინდელ პოსტზე ნახევარწლიანი მუშაობის შედეგად, მოსკოვის პოლიტიკის მიმართ ხისტი პოზიცია გამოხატა.

ვაშინგტონის მხრიდან, რუსეთთან ურთიერთობების დათბობის გარკვეული მცდელობების მიუხედავად, ადმინისტრაციაში ყოველთვის ხაზგასმით აღინიშნებოდა, რომ ურთიერთობის გაუმჯობესება უპირობოდ არ მოხდებოდა. მწვავე განცხადებების ავტორი უმეტეს შემთხვევაში მაიკ პესნი იყო.  

ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში ევროპული ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებამდე მაიკ პენსმა მთავარი პოლიტიკური გზავნილი გააჟღერა.

„ამერიკა, უპირველეს ყოვლისა, არ ნიშნავს მხოლოდ ამერიკას, ამიტომ ჩემი გზავნილი ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის, საქართველოსა და მონტენეგროსთვის ერთი იქნება - თქვენ ხართ ჩვენი მოკავშირეები აღმოსავლეთ ევროპაში,“ - განაცხადა მაიკ პენსმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები