17 მაისი 2024,   15:56
ვრცლად
სააკაშვილის ვიზიტი პოლონეთში და გამკაცრებული კონტროლი პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მოქალაქეობის გარეშე დარჩენილი მიხეილ სააკაშვილი, პოლონეთს სტუმრობს.

როგორც თავად აცხადებს, აშშ-დან პოლონეთში ჩასასვლელად არანაირი პრობლემა არ შექმნია, რადგან, როგორც თავად ამბობს, განვითარებულმა სამყარომ იცის, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით, საერთაშორისო სამართალი დაარღვია და სააკაშვილს პოროშენკო პოლიტიკურად დევნის.

„ჩვენ აღარ ვცხოვრობთ საბჭოთა პერიოდში. დღეს 21-ე საუკუნეა და რომელიმე ლიდერს მოუვიდა ახირება, რომ მას დიქტატორის უფლებამოსილება გააჩნია, ამას დემოკრატიული სამყარო არ მიიღებს,” - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ მედიასთან საუბრისას.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა უკრაინის გენერალური პროკურატურიდან, მათი მიმართვის საფუძველზე, ოფიციალური წერილი მიიღეს.

წერილის მიხედვით, პოროშენკოს ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მოქალაქეობის საკითხის გადახედვა პროკურატურამ მოითხოვა, სიმართლეს არ შეესაბამება. მიხეილ სააკაშვილის მომხრეები დარწმუნებულები არიან, რომ პეტრო პოროშენკომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

სააკაშვილის პოლონეთში ჩასვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, საქართველოს პროკურატურამ სამართლებრივი პროცედურები დაიწყო და პოლონეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საკითხთან დაკავშირებით მიმართა. თუმცა, გულისხმობს თუ არა ეს სამართლებრივი პროცედურები ექსტრადირების მოთხოვნას, პროკურატურას არ განუმარტავს.

დღეს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინა ლინკევიჩუსმა, უკრაინას მოუწოდა, რომ ოპოზიციის შევიწროვება შეწყვიტოს.

პოლონეთში ვიზიტით რადას დეპუტატები და მიხეილ სააკაშვილის მომხრეებიც იმყოფებოდნენ. მოგვიანებით მათ ვიდეო გაავრცელეს, თუ რა მდგომარეობაა პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე და როგორ ჩხრეკენ თითოეულ ადამიანს.

ამავე თემაზე
დღის ამბები