18 მაისი 2024,   10:08
ვრცლად
ბაგებში საღ ხეებს ჩეხავენ - კომპანიაში აცხადებენ, რომ მერიის ნებართვა აქვთ

ბაგებში შპს "მესხი" 15 საღ ხეს ჭრის. კომპანიას ხეების გაჩეხვის ნებართვა ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა ტერიტორიის სამშენებლო მიზნებისთვის გამოსაყენებლად მისცა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბაგებში მორიგი კორპუსი აშენდება. ნებართვა კომპანიას იმ პირობით მისცეს, რომ ის ახალ ხეებს დარგავს. 

ხეების მოჭრა ადგილზე მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა გაპროტესტა. 

„ნარმანიას რომ ჰკითხო, მორატორიუმია და ქალაქში არ შეიძლება ხეების მოჭრა, ეს არის საღი ხეები და ამაზე ხელი აქვს მოწერილი ბატონ წერეთელს, გამწვანების სამსახურის უფროსს. ეს თავისთავად, უკვე არის დანაშაული, ეს არის უფლებამოსილების გადამეტება და იმაზე არაფერს ვამბობ, რომ ნარმანია არც არავის სინამდვილეში არ ადარდებს.

"ზოგზოგიერთის გასაგონად მინდა ვთქვა, რომ დადის და სელფებს იღებს და ვითომ ეკოლოგიაზე გული რომ აქვს აჩუყებული, მოვიდეს და გვითხრას რა არის ეს. სინამდვილეში, ეს არის „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება ქალაქისადმი, გამწვანებისადმი. ზღაპრებს ყვებიან და სინამდვილეში მეორე ხელით ჩეხავენ ხეებს,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საღი ხეების მოჭრას დღეს მერიასთან „პარტიზანი მებაღეები“ გააპროტესტებენ.

 

 

დღის ამბები