18 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
დუშეთის რაიონის სოფელ ზემო თვალივში ხანძარი ლიკვიდირებულია

დუშეთის რაიონის სოფელ ზემო თვალივში ხანძარი ლიკვიდირებულია. მიუხედავად იმისა, რომ რთული რელიეფისა და უსაფრთხოებიდან გამომდინარე ღამით ხანძართან ბრძოლა შეჩერებული იყო,  ცეცხლი აღარ გავრცელებულა.

ხანძრის მიმდებარე ტერიტორია ნიჩბებით იყო დამუშავებული. ცეცხლი ზემო თვალივში ორი დღის წინ გაჩნდა. მეხანძრე-მაშველებმა მისი ჩაქრობა შეძლეს, თუმცა ქარმა მომდევნო დღეს რამდენიმე კერა კვლავ გააღვივა. დამწვარია 2 ჰექტარი ფართობი.

დღის ამბები