ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა გორში, მტკვარმშენის დასახლებაში. ხანძრის შედეგად მახათაძეების 8 სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.
სახლი თითქმის მთლიანად განადგურებულია. ხანძრის სწრაფი გავრცელების გამო ვერ მოხერხდა საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა.
ადგილზე მობილიზებული იყო 2 სახანძრო და სამაშველო ბრიგადა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.