ნაციონალური მოძრაობა ისნის მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიას და ქართულ ოცნებას კანონის დარღვევაში ადანაშაულებს.
ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევად გუშინ კონკურსი გამოცხადდა, თუმცა განკარგულება არ გასაჯაროებულა, 2 საათში კი ქართულმა ოცნებამ პარტიული აქტივის მობილიზება მოახდინა და კომისიაში 27 კანდიდატის განცხადება დარეგისტრირდა.
ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, კონკურსანტთა უმრავლესობა არ მალავდა, რომ ქართული ოცნების შტაბში გააფრთხილეს წინასწარ და წარმოადგენდნენ პარტიულ ინტერესებს.