17 მაისი 2024,   15:56
ვრცლად
ეს არის სახელმწიფობანას თამაში - დავით უსუფაშვილი რუსეთისთვის გაგზავნილ ნოტაზე საუბრობს

მთავრობას რუსეთისთვის გაგზავნილი ნოტისთვის არასაპარლამენტო ოპოზიცია აკრიტიკებს. ”შენების მოძრაობის” დამფუძნებელი და თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ფიქრობს, რომ მმართველ გუნდს შეეძლო ჰქონოდა სარეზერვო ვარიანტი რუსეთის მხრიდან დახმარების მიღების კუთხით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩასაქრობად. თუმცა ის მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ნათლად უნდა განემარტა, რომ არსებობდა კონტაქტი რუსეთთან და ამ ვარიანტის გამოყენებას მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გეგმავდა.

დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ მთავრობას საზოგადოების ზურგს უკან ქმედებები არ უნდა განეხორციელებინა და შემდგომ ეს ქმედება მინისტრებს ერთმანეთისთვის არ უნდა გადაებრალებინათ.

„ხელისუფლება იმიტომ გვინდა, რომ მან ძალიან მკაფიოდ განგვიცხადოს და გვითხრას, რომ დიახ, გვაქვს ეს საშუალება დარეზერვებული, არის კონტაქტი, თუ უკიდურესი აუცილებლობა გაჩნდება, შეიძლება აქეთაც მივმართოთ, მაგრამ ამას გავაკეთებთ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, ჩვენ პირველ რიგში, მივმართავთ მეგობრებს. ამის ნაცვლად, დაიწყო ტრადიციული მიჩქმალვა, მიმალვა, ერთმანეთს ამოფარება. ერთი მინისტრი მეორისკენ იშვერს ხელს, რომ მან განმარტოს ეს ამბავი, მე ვაჟკაცი ვარ, პატრიოტი ვარ, მე რუსეთს როგორც დაველაპარაკებოდი, აი სხვა დაელაპარაკა, - ეს არის არასახელმწიფოებრივი მიდგომა, ეს არის სახლემწიფობანას თამაში,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები