19 მაისი 2024,   21:40
ვრცლად
ვაკეში ახალგაზრდა ქალის დაჭრის მიზეზად ეჭვიანობა სახელდება

სამართალდამცავები თბილისის ცენტრში მომხდარ ინციდენტს იძიებენ. ვაკეში „პიქსელის“ შენობასთან ახალგაზრდა ქალი ყოფილმა ქმარმა დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა. ორივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ორივე მათგანს ოპერაცია ჩაუტარდათ, ამ წუთებში კი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.  

თვითმხილველები ამბობენ, რომ მამაკაცმა მეუღლეს დანა მკერდისა და ზურგის არეში დაარტყა. მათივე თქმით, ინციდენტს წინ მამაკაცსა და ქალს შორის შელაპარაკება უძღოდა.

თავდასხმის ერთ-ერთ მიზეზად ეჭვიანობა სახელდება. 

მათივე თქმით, ახალგაზრდა ქალი "პისელის" შენობაში დაცვის სამსახურში მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაცვის სამსახურ „ალგანის“ თანამშრომელია მამაკაციც. კომპანიაში ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით არ საუბრობენ.

მომხდარზე  გამოძიება ოჯახური ძალადობის საფუძველზე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები