20 მაისი 2024,   05:29
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებებს ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის შემდეგ მიიღებს

საპარლამენტო უმრავლესობა ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნას დაელოდება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ვენეციის კომისიისგან კრიტიკულ დასკვნას არ ელოდებიან.  

ვენეციის კომისიის პირველადი დასკვნა, დაახლოებით, ერთ კვირაში უნდა გამოქვეყნდეს, პარლამენტს უფლება აქვს საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით, სექტემბრის ბოლოს, მიიღოს.

„ვენეციის კომისიას მიღებული აქვს მეორე მოსმენით მიღებული ცვლილებების ტექსტი, მესამე მოსმენამდე ჩვენ მივიღებთ ვენეციის კომისიისგან უკვე მათი დასკვნის წინასწარ ვერსიას. ეს ვერსია გახდება საჯარო და შესაბამისად, ვიდრე საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე განხილული იქნება მესამე მოსმენით ეს დოკუმენტი, მანამდე ჩვენ გვექნება საჯარო დისკუსია და განხილვები ამ მოსაზრებების. ყველა პრინციპულ საკითხზე ვენეციის კომისია ჩვენს მოსაზრებებს, ამიტომ კრიტიკულ დასკვნას არ ველოდებით, გათვალისწინებას რაც შეეხება, ვიმოქმედებთ რეგლამენტით მოცემული მანდატით,“- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 

დღის ამბები